კომპანია Google–მა ახალი ონლაინ–პროექტი აამოქმედა, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს 17 მუზეუმში ვირტუალური ექსკურსია მოაწყოს. პროექტი სერვის Google Street View–ს ანალოგიურად ფუნქციონირებს, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, Google Art Project–ი მომხმარებელს სურათების უმაღლესი ხარისხის ათასამდე გამოსახულებას სთავაზობს.
თითოეული მუზეუმიდან ერთი სურათი ძალიან მაღალი ხარისხითაა (7 მილიარდი პიქსელი) გადაღებული. მათზე შესაძლებელია ისეთი დეტალების ნახვა, რომელთა დაფიქსირებაც უშუალოდ მუზეუმში ყოფნისას შეუიარაღებელ თვალს არ შეუძლია. ასეთ ტილოებს შორისაა მანეს „კონსერვატორიაში,“ ბოტიჩელის „ვენერას დაბადება,“ ვან გოგის ტილოები და სხვა.
ამ ეტაპზე Google Art Project–ში ჩართულია ნიუ–იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ტრეტიაკოვის გალერეა, ვერსალი, ლონდონის ეროვნული გალერეა, ერმიტაჟი, ვან გოგის მუზეუმი ამსტერდამში და ა.შ.
გარდა სურათებისა, საიტზე შეიძლება მათი აღწერილობის წაკითხვა, ასევე მხატვრების შესახებ ინფორმაციის მოძიება.