სიცილი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის

სიცილი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის

1 აპრილი უწყინარი ტყუილის დღეა. ამ დღეს შეიძლება საკუთარი თავიც კი მოატყუო, რომ გულიანად იცინო.

ვაი მისი ბრალი, ვინც 1 აპრილს არ გაიცინებს. ამბობენ, ვინც ამ დღეს არ გაიცინებს, ღმერთი მთელ წელიწადს აღარ გააცინებსო!

თუ პირველ აპრილს სიცილის კონკურსში გაიმარჯვეთ, არ დაიჯეროთ, საპირველაპრილო ხუმრობა იქნება.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სულის სიმხნევე, კარგი განწყობა, ოპტიმიზმი, ხუმრობა და სიცილი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

სიცილი არა მხოლოდ ემოციაა, არამედ მას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია და ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემის სიმტკიცისათვის.

უარყოფით ემოციებს - განგაში, წყენა, შიში, შფოთი სიცილის ანტიპოდებად ითვლებიან და ადამიანის ორგანიზმში დაგროვებისკენ აქვთ მიდრეკილება, რის შედეგადაც ჩნდება სხვადასხვა ნერვული აშლილობა და დეპრესია.

გულწრფელი სიცილი თავის ტვინში სიცილის ტალღას იწვევს და შინაგანი ორგანოების თავისებური მასაჟიც ხდება, აქტიურდება ტვინისაკენ ჟანგბადის მიწოდება, ფართოვდება სისხლძარღვები, სუნთქვა ხშირდება, კუნთები დუნდება.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ერთი წუთის სიცილი 40 წუთიანი სირბილის ტოლფასია, ხოლო 5 წუთის განმავლობაში გულიანი ხარხარი არა მხოლოდ დეპრესიულ მდგომარეობას ხსნის, არამედ გულის მუშაობაზეც სასიკეთოდ მოქმედებს.