მე მგონი, არავის სჯერა ის, რომ გახარიას მოუხდა გერმანიის ჰაერი, გაეხსნა გონება და ახლა მოუნდა საპარლამენტო ცხოვრება. რა თქმა უნდა, თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა ასეთი ტიპის პროცესები

მე მგონი, არავის სჯერა ის, რომ გახარიას მოუხდა გერმანიის ჰაერი, გაეხსნა გონება და ახლა მოუნდა საპარლამენტო ცხოვრება. რა თქმა უნდა, თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა ასეთი ტიპის პროცესები

მე მგონი არავის არ სჯერა ის, რომ გახარიას მოუხდა გერმანიის ჰაერი, გაეხსნა გონება და ახლა მოუნდა საპარლამენტო ცხოვრება. რა თქმა უნდა, თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი ასეთი ტიპის პროცესები, - განაცხადა ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას საკუთარი ამომრჩეველიც კი არ ენდობა.

ის ფაქტი, რომ წასულია და აღარ მოდის, ნიშნავს იმას, რომ არც დათმობა უნდა პარლამენტში ყოფნის და ვერც ჩამოდის. ეშინია, რომ პასუხისმგებლობა მოეკითხება ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მან საკუთარი ამომრჩეველი გადააგდო, საკუთარი გუნდის წევრებიც კი გადააგდო, შესაბამისად, პრაქტიკულად ნულოვანია სანდოობა მის მიმართ მისივე ამომრჩევლებში. ამიტომაც ვამბობთ, რომ არის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ფილიალი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პარტია გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ტვ პირველის" ეთერში ჩართვისას განაცხადა: გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა“.