პეტერ ფიშერი, რომელიც ხაზარაძის მდგმურია, დადიოდა სასამართლო პროცესებზე და ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა მოსამართლეებზე. ასევე, ინტერვიუს იძლეოდა, სადაც მის უკან ბანერი იყო გამოკრული, წარწერით „მონები“

პეტერ ფიშერი, რომელიც ხაზარაძის მდგმურია, დადიოდა სასამართლო პროცესებზე და ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა მოსამართლეებზე. ასევე, ინტერვიუს იძლეოდა, სადაც მის უკან ბანერი იყო გამოკრული, წარწერით „მონები“

გერმანიის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, სადაც ის ხელს ართმევს ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, რომელიც რადიკალური აქტივიზმით გამოირჩევა, მმართველი გუნდი ეხმაურება.

ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ პეტერ ფიშერი, რომელიც მამუკა ხაზარაძის მდგმურია, გამოირჩევა იმითიც, რომ ის დადიოდა სასამართლო პროცესებზე და ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა მოსამართლეებზე.

იგი ცოტა ხნის წინ ინტერვიუს იძლეოდა, სადაც მის უკან ბანერი იყო გამოკრული, სადაც მონები“ ეწერა. ბატონი ფიშერი, ასევე, გამოირჩევა იმითიც, რომ ბატონი ხაზარაძის მდგმური გახლავთ, რაც პირდაპირ პოლიტიკური კორუფციაა და დღემდე არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება და იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ იგი ამ ქირაში კონკრეტულ თანხას იხდის. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ბატონი ფიშერი სასამართლო პროცესებზე დადიოდა იმისთვის, რომ მოსამართლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა, ვინაიდან ქართული ენა მას არ ესმის, არც თარჯიმანი ეჯდა გვერდზე და კონკრეტულ საქმეებზე თავად აყალიბებდა თუ რა სასჯელი უნდა ყოფილიყო რომელი დანაშაულის ჩადენის გამო“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გერმანიის ელჩის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.