თეა წულუკიანი: მედიის მარწუხებში მოქცევა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის იმიჯისა და ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება იყო

თეა წულუკიანი: მედიის მარწუხებში მოქცევა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის იმიჯისა და ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება იყო

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე, ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ბაზარზე მოქმედი მედიასაშუალებების მიტაცება, ხოლო პრიორიტეტული დარტყმები როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მასშტაბის სატელევიზიო მაუწყებლებზე მიიტანა, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, მედიასაშუალებებზე თავდასხმა გამოიხატებოდა როგორც ტელევიზიებში სპეცრაზმის შევარდნით, ასევე მესაკუთრეთა და ჟურნალისტთა შევიწროვებით. 

მედიასაშუალებებზე თავდასხმას ჰქონდა როგორც ტელევიზიებში სპეცრაზმით შევარდნისა და დარბევის, ასევე, მესაკუთრეთა და ჟურნალისტთა შევიწროების, დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, დაპატიმრების, ასევე საკუთრების უფლების ხელყოფის უხეში ფორმა.

სანამ ინტერნეტზე წვდომა იყო დაბალი და მოსახლეობის უმრავლესობისთვის ტელევიზია ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენდა, მთავარი დარტყმა სწორედ სატელევიზიო მაუწყებლობის მესაკუთრეებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. შემდეგ, როცა ინტერნეტგამოცემები გააქტიურდა და გაჩნდა კრიტიკული ინტერნეტტელევიზიებიც, მათ მიმართ ცენზურის დაწესებისა და ფინანსური დასუსტების ღონისძიებებმა, საბოლოოდ, ამ გამოცემების საზოგადოებრივ აზრზე გავლენის შემცირება გამოიწვია“,-აცხადებს თეა წულუკიანი.

წულუკიანის განცახდებით, ნაციონალურ მოძრაობას“ მედია თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში კომუნიკაციების ეროვნული სააგენტო ხელს აქტიურად უწყობდა.

მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ნაციონალურ მოძრაობას“ აქტიურად უწყობდა ხელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. საგამოძიებო კომისიის მიერ სხვადასხვა მაგალითის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში კომუნიკაციების კომისია იყო პოლიტიკურად მიკერძოებული და მისი გადაწყვეტილებები - დისკრიმინაციული. კერძოდ, ერთსა და იმავე დარღვევაზე ზოგიერთი ტელეკომპანიის მიმართ ხორციელდებოდა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ხოლო ხელისუფლებასთან დაახლოებული და მისი ინტერესების გამტარებელი ტელეკომპანიების დარღვევებზე რეაგირება არ ხდებოდა. საბოლოოდ, ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლებში, მედიასივრცის მონოპოლისტად მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა, რომელიც, მისი პოლიტიკური გუნდის წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების მეშვეობით, სრულად აკონტროლდებდა ქვეყანაში მედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის როგორც ფორმას, ასევე, შინაარსს. რეალურად, თითქმის ყველა გავლენიანი მედიასაშუალება ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ნაწილად იქცა. მედიის მარწუხებში მოქცევა საზოგადოებისთვის მოდელირებული ან ვირტუალური რეალობის მიწოდებას უზრუნველყოფდა და ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის იმიჯისა და ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება იყო“,-აცხადებს თეა წულუკიანი.