რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, 2004 წლიდანვე საგრძნობლად გაიზარდა მიმართვიანობა ევროპული სასამართლოსადმი და, არაერთ შემთხვევაში, მძიმედ ავადმყოფი პატიმრისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სწორედ სტრასბურგის სასამართლოს ჩარევით მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ევროპულ სასამართლოს, საქართველოდან გაგზავნილი, ავადმყოფი პატიმრების საჩივრების განხილვამდე, არ გააჩნდა სამოსამართლო პრეცედენტი სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის სამედიცინო შემთხვევებში გამოყენების შესახებ - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
მისვე თქმით, სტრასბურგის სასამართლო იყო ერთადერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომლის წინაშეც, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას ცდილობდა. თუმცა, ზოგჯერ, ეს ფასადური იყო.
„რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, 2004 წლიდანვე საგრძნობლად გაიზარდა მიმართვიანობა ევროპული სასამართლოსადმი და, არაერთ შემთხვევაში, მძიმედ ავადმყოფი პატიმრისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სწორედ სტრასბურგის სასამართლოს ჩარევით მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ევროპულ სასამართლოს, საქართველოდან გაგზავნილი, ავადმყოფი პატიმრების საჩივრების განხილვამდე, არ გააჩნდა სამოსამართლო პრეცედენტი სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის სამედიცინო შემთხვევებში გამოყენების შესახებ. ამასთან, სტრასბურგის სასამართლო იყო ერთადერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომლის წინაშეც, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას ცდილობდა. თუმცა, ზოგჯერ, ეს ფასადური იყო. ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების მიმართ, ხელისუფლება სერიოზულ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდა. ასე, მაგალითად, გაეროს ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოებისადმი 2004-2012 წლებში წარსადგენი 12 ანგარიშიდან, სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილი იქნა მხოლოდ 7 .“ - განაცხადა წულუკიანმა.