გურამ ლორთქიფანიძის „გადაყენებული ბუტკა“

გურამ ლორთქიფანიძის „გადაყენებული ბუტკა“

ბატონი ნიკო ლეკიშვილი ერთი პერიოდი თბილისის მერი გახლდათ. ერთხელ ქალაქის პირველ პირს რთული ამოცანის გადაწყვეტა მოუწია. მოგვიანებით ამ „ისტორიას“ ბატონი ნიკო არაერთხელ იხსენებდა.

„დოდო აბაშიძის ძეგლი უნდა გაგვეხსნა. მაშინ ქალაქის მერი ვიყავი.

იმ ადგილას ახლოს იდგა ლორთქიას - გურამ ლორთქიფანიძის „ბუტკა“.

რომ მივედი ადგილის სანახავად, ვთქვი, აქ ამ „ბუტკას“ რა უნდა, დოდო აბაშიძის ძეგლი უნდა გავხსნათ და, სადაც გინდათ, იქ წაიღეთ, ბოლოს და ბოლოს, აიღეთ და სახლის წინ დაუდგით-მეთქი.

გაუგია ლორთქიას და უთქვამს: სახლთან რად მინდა, აქვე, ძეგლის გვერდით გადავდგამ, მთავარია, ნიკო არ წავიდეს წინააღმდეგი, თორემ დოდო თანახმაა, ძლივს დავითანხმეო“.