შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მცხოვრები, 1967 წელს დაბადებული ირმა ც. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხაშურში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ირმა ც-ს ხაშურის რაიონის სოფელ აგარებში, ე.წ. თურქულ სასადილოში ნაქირავები ჰქონდა ფართი, რომელსაც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად უთმობდა.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით, რაც ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება).