ანტოკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს თავჯდომარე დააკავა

ანტოკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს თავჯდომარე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს თავჯდომარე მალხაზ ფარტენაძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მალხაზ ფარტენაძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით მოქალაქეს გონიოს დასახლებაში, ზღვისპირა ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით დაბალ ფასად შეძენაში დახმარებას დაპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით 1 600 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.

2014 წლის 28 მარტს მალხაზ ფარტენაძემ წინასწარ აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).