„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაწვევის მოთხოვნა კონკრეტული არგუმენტების გარეშე შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიტიკური პოზიცია და არა რეალური სამართლებრივი ანალიზი

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაწვევის მოთხოვნა კონკრეტული არგუმენტების გარეშე შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიტიკური პოზიცია და არა რეალური სამართლებრივი ანალიზი

ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს რეკომენდაცია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაწვევის შესახებ უფრო მეტად ემყარება ზოგად პოლიტიკურ შეფასებებს, ვიდრე ფაქტობრივ არგუმენტებს, - ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს დაუსაბუთებელი, არგუმენტებს მოკლებული მოთხოვნა შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პოლიტიკური პოზიცია და არა რეალური დემოკრატიული ან სამართლებრივი ანალიზი“.

ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს რეკომენდაცია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაწვევის შესახებ უფრო მეტად ემყარება ზოგად პოლიტიკურ შეფასებებს, ვიდრე ფაქტობრივ არგუმენტებს. ასეთ შემთხვევაში პრობლემაა, რომ საზოგადოებას აღარ ეძლევა მკაფიო პასუხი რატომ არის ეს კანონი მავნებელი და კონკრეტულად რა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესს.

ექსპერტთა დასკვნა რეალური სანდოობის მატარებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას თან ახლდა ფაქტები და მკაფიო მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი განცხადებები მხოლოდ ვარაუდებად აღიქმება.

სწორედ გამჭვირვალობაა დასავლური ღირებულება, თუმცა ეს პრინციპი ვერ განხორციელდება, თუ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები და სტრუქტურები თავს არიდებენ საკუთარი ფინანსური წყაროების და საქმიანობის სრულყოფილ გამჟღავნებას. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ კანონი კი, რეალურად, არ ზღუდავს თავისუფლებებს, არამედ აძლიერებს დემოკრატიულ პროცესს, რადგან საზოგადოებას აძლევს უფრო მეტ ინფორმაციას იმაზე, ვინ და რა ინტერესებით მოქმედებს ქვეყანაში.

ამიტომ, კანონის გაწვევის მოთხოვნა კონკრეტული არგუმენტების გარეშე შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიტიკური პოზიცია და არა რეალური დემოკრატიული ან სამართლებრივი ანალიზი“,- წერს ჩიხელიძე.