სისხლის სამართლის საქმეზე კალიგრაფიული ექსპერტიზა მოპოვებულია, რომლითაც დადგენილია, რომ წერილი თორნიკე რიჟვაძის მიერ არის შესრულებული, - განაცხადა მედიასთან პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ.
პროკურორის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული და მოპოვებულია ექსპერტიზის დასკვნები.
„გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა, ამოღებულია ფაქტობრივი გარემოებების დასადგენი ყველა ნივთი, ასევე გამოკითხული და იდენტიფიცირებულია ყველა პირი, მათ შორის, საქმეზე ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა“, - აღნიშნა პროკურორმა.
7 ივლისს, კახეთში, ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ტყვიამ ფილტვი დააზიანა. ოჯახის გადაწყვეტილებით თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.