მელ გიბსონს არ ეშვებიან

მელ გიბსონს არ ეშვებიან

ბოლო პერიოდში ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო დავა ოქსანა გრიგორიევასა და მის ყოფილ მეუღლეს, ცნობილ მსახიობს – მელ გიბსონს შორის ახალ ფაზაში შევიდა. გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ თავად იხილეს, როგორ სცემდა ვარსკვლავი ცოლს.

ერთ-ერთი მათგანი აგენტი 007, მსახიობი ტიმოთი დალტონია, ხოლო მეორე - მისი პირადი ქირურგი, მედი. ორივე მათგანმა საკუთარი თვალით ნახა ოქსანას ჩალურჯებული სახე. ამ დღეებში Radaronline.com-ის ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ ელექტრონული წერილი, რომელიც გრიგორიევამ თავის ადვოკატს გაუგზავნა.

ამ წერილში, ოქსანა დეტალურად აღწერს ყოფილი ქმრის არაადეკვატურ საქციელს ეჭვიანობის შემოტევების დროს, მაგალითად, ერთხელ გიბსონი კოსტა-რიკიდან მის სათვალთვალოდ საგანგებოდ ჩამოფრინდა. დალტონი და მედი მზად არიან, თავიანთი ჩვენება სასამართლოზე დაადასტურონ. თუ გიბსონს დანაშაული დაუმტკიცდა, მას ოთხ წლამდე პატიმრობა ელის.

atb.ge