საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ნუმან ქურთულმუშმა დელაციის წევრებთან ერთად გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილესხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს ინტენსიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აქვს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა არა მხოლოდ შეინარჩუნოს არსებული პოზიტიური დინამიკა, არამედ იმუშაონ საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით.

 შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით მზაობა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ საქართველო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვით დაინტერესებულია.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიანსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსლიასაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდიაპრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებითურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრებიგიორგი ჭყონიამარიამ ლაშხიგურამ მაჭარაშვილი.