გამომჟღავნდა ისიც, რომ მშობლებზე მოძალადეც აღმოჩნდა ეს ადამიანი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა ანატოლი გიგაურთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის დამნაშავედ ცნო.
„გამომჟღავნდა ისიც, რომ მშობლებზე მოძალადეც აღმოჩნდა ეს ადამიანი [ანატოლი გიგაური]. განაჩენი, რაც სასამართლომ გამოიტანა, მტკიცებულებებს ეყრდნობა. ყველამ ერთად ვიხილეთ ვიდეოკადრები, სადაც პირდაპირ არის ასახული როგორ ურტყამს ხელს ის პოლიციელს და ამასაც ოპოზიცია არ ეგუება, მტკიცებულებების ასეთ მაღალ სტანდარტსაც კი და იყენებენ სპეკულაციებისთვის მაშინ, როდესაც ყველაფერი ისედაც სახეზეა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ წევრს, პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულ ანატოლი გიგაურს 2021 წელს ქარელის რაიონულმა სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა მამაზე ფიზიკური ძალადობის გამო.