არჩილ გორდულაძე: უკვე მერამდენე არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, ქართველი ხალხის მტრების წინააღმდეგ

არჩილ გორდულაძე: უკვე მერამდენე არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, ქართველი ხალხის მტრების წინააღმდეგ

უკვე მერამდენე არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, ქართველი ხალხის მტრების წინააღმდეგ, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

ნაცი ნაცობას“ არ იშლის და ერთმანეთთან დაპირისპირება არის ფარსი და ეს მასკარადი მოწყობილია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ლელოელი“ და გახარიელი“ ნაცების გარეცხვა მოხდეს. ჩვენი გუნდის წარმატება გარდაუვალია. ქართველი ხალხი არასდროს დაუჭერს მხარს აგენტურას და არ მოიყვანს სხვისი დავალების შემსრულებლებს ხელისუფლებაში. უკვე მერამდენე არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, ქართველი ხალხის მტრების წინააღმდეგ“, - აღნიშნა გორდულაძემ.