როდესაც 20-21 ივნისის საქმეზე დიდ პალატაში ზეპირი მოსმენა გაიმართა, მოსამართლეებს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც ჰქონდათ შეკითხვები, იყო ადამიანები, რომლებმაც დაზიანება მიიღეს, მათთან დაკავშირებით გამოძიება რამდენად ეფექტიანად ხორციელდება, რამდენად ხდება იდენტიფიცირება იმ პირების, ვის გამოც ეს ზიანი მიიღეს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა 20 ივნისის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე საუბრისას.
„აქ საუბარია ამ ოპერაციის დაგეგმვაზე, ხელმძღვანელებზე, ვინც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ევროპელ მოსამართლეებს ჰქონდათ შეკითხვა გამოძიების მიმდინარეობაზე, გამოძიების ტემპებზე და მთლიანად მასშტაბზე. როდესაც გამოძიება შედეგებს დადებს, ეს შედეგები აუცილებლად უნდა ეცნობოს ევროპული სასამართლოს დიდ პალატას, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებაში გაითვალისწინებს ამ გამოძიების შედეგებს“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები დღესაც ჩატარდა რუსთაველის გამზირზე. 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტში სამი დაზარალებული მონაწილეობდა.
6 წლის წინ განვითარებული მოვლენების სურათის აღდგენაში სულ 41-მა დაზარალებულმა მიიღო მონაწილეობდა.
პროკურატურის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.