საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 72-ე სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს.
სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში კომისიის წევრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა წარუდგინა.
კომისიის წევრებმა საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომ ქვეყანა 2028 წლისთვის მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის.
შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რათა საქართველომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს.
სხდომაზე ხაზი გაესვა ყველა სახელმწიფო უწყების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში.