"არ გამოეპარათ არც ჩვენს მოქალაქეებს, არც კონკრეტულად სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თუ რამხელა როლს თამაშობდა საქართველო ამ წლების განმავლობაში, რომ რეალურად მათ შორის კონფლიქტი დასრულებულიყო” – ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს.
მისი თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ზოგადად საქართველოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის.
"არ გამოეპარათ არც ჩვენს მოქალაქეებს, არც კონკრეტულად სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თუ რამხელა როლს თამაშობდა საქართველო ამ წლების განმავლობაში, რომ რეალურად მათ შორის კონფლიქტი დასრულებულიყო. ჩვენ ვყავით ერთგვარი მედიატორები ამ კონფლიქტის დასრულებაში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საბოლოო ჯამში მიაღწიეს ამ შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბატონი ფაშინიანის ზარი ბატონ კობახიძესთან ამაზე მეტყველებს ზუსტად, თუ როგორი ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მან მადლობა გადაუხადა პრემიერს, ზოგადად საქართველოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის. ეს მშვიდობა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან, მშვიდობა რეგიონში არის სტაბილურობის გარანტი," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის ოფისი ავრცელებს.
ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის. პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე.