გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებით, ვაშინგტონისგან განსხვავებით, ლონდონში „დიფ სთეითზე“ ხმამაღლა ლაპარაკი ჯერ არ დაუწყიათ.
ტრასი განმარტავს, რომ ბრიტანეთში ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული სახელმწიფო „მემარცხენე“ იდეოლოგიას აქვს მიტაცებული. გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერის შეფასებით, „დიფ სთეითის“ გავლენას ხელს უწყობს ადგილობრივი მედიაც.
„შეუძლებელია სისტემური ცვლილება, როდესაც გეწინააღმდეგებიან და ძირს გითხრიან. ხალხი, რომელიც ამ სისტემაშია, პრობლემის ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ, ბრიტანეთში ყოველთვის გვქონდა ბიუროკრატიისა და ადმინისტრაციული ძალაუფლების პრობლემა. დონალდ ტრამპმა „დიფ სთეითზე“ და ამ ჭაობზე საუბრით ხალხს განუმარტა, თუ რა ხდება სინამდვილეში. ეს დისკუსია ბრიტანეთში კი ჯერ არ დაწყებულა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ უმაქნისი მედია გვყავს, რომელიც ამ ხროვის ნაწილია“, - თქვა ტრასმა.