„დემოკრატიის სახელმძღვანელო 2025“ - ამერიკელი დიპლომატის, ფერადი რევოლუციების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ნორმ აიზენის სახელმძღვანელოს ძირითად ტექსტში საქართველო 20-ჯერ არის ნახსენები

„დემოკრატიის სახელმძღვანელო 2025“ - ამერიკელი დიპლომატის, ფერადი რევოლუციების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ნორმ აიზენის სახელმძღვანელოს ძირითად ტექსტში საქართველო 20-ჯერ არის ნახსენები

დემოკრატიის სახელმძღვანელო 2025“ - ამერიკელი დიპლომატისა და იურისტის, ფერადი რევოლუციების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ნორმ აიზენის 2025 წლის სახელმძღვანელოს ძირითად ტექსტში საქართველო 20-ჯერ არის ნახსენები. განსაკუთრებით კი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო.

სახელმძღვანელო, რომელიც დემოკრატიის გზამკვლევად არის მიჩნეული, რეალურად დეტალურ ინსტრუქციას აძლევს უცხოურ ძალებს, თუ როგორ განაგრძონ ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირება, მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით. კერძოდ, ლაპარაკია არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე, მათთვის ადგილობრივი შემოსავლის წყაროების მოძიებაზე, რათა სამართლებრივად ნაკლებ დამოკიდებულები ჩანდნენ უცხოურ ძალაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები სწრაფად გახდნენ ცნობილი და გავლენიანი. მათმა განვითარებამ მასპინძელი მთავრობები შეაშფოთა; მათ რეაგირება მოახდინეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დახმარების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვით. ეს რეგულაციები კიდევ უფრო გაამწვავა ფერადმა რევოლუციებმა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, რამაც მსოფლიოს აჩვენა ოპოზიციური პარტიებისა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციების შესაძლებლობები.

პრობლემებისა და სამოქალაქო წინააღმდეგობის ლიდერების მრავალმხრივი ინსტიტუტებში (მაგ: ევროკავშირი, გაერო, ეუთო და დიდი შვიდეული) წარდგენა მათი საერთაშორისო ლეგიტიმურობის გასაძლიერებლად

სამოქალაქო წინააღმდეგობისა და მოძრაობის ორგანიზების შესახებ ცოდნის გაღრმავება და გაზიარება, რათა აქტივისტებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა უნარების განსავითარებლად

პოლიტიკური პატიმრების სასამართლო პროცესების მონიტორინგი და მათზე დასწრება

საპროტესტო აქციებში, აქტივისტების სასამართლო პროცესებსა და ღამის თევებში მონაწილეობის მიღება

დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა

მთავრობაზე ზეწოლა ცვლილებების განხორციელების, ან მათი გადაყენების მიზნით

აქტივისტების შეხვედრებისა და ორგანიზებისთვის უსაფრთხო სივრცეების შექმნა“, - წერია სახელმძღვანელოში.