ალიევმა და ფაშინიანმა ტრამპის შუამავლობით, თეთრ სახლში ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას

ალიევმა და ფაშინიანმა ტრამპის შუამავლობით, თეთრ სახლში ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, თეთრ სახლში ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას.

აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ გაფორმებულ დეკლარაციას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც მოაწერა ხელი.

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აზერბაიჯანთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის. ეს შეზღუდვები 1992 წელს დაწესდა.

აშშ-მა ასევე გააფორმა ორმხრივი შეთანხმება თითოეულ ქვეყანასთან ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ეკონომიკური თანამშრომლობის, საზღვრის უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის შესახებ.