ყველაფერს თავისი ასაკი აქვს

ყველაფერს თავისი ასაკი აქვს

მეცნიერებმა მრავალწლიანი კვლევების შედეგად, დაადგინეს: თუ უნდა, რომ მიზანს მიაღწიოს, ცხოვრების დაგეგმვისას, ქალმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ასაკი. თურმე, ყოველ ეტაპს, ყოველ საფეხურს ქალის ცხოვრებაში აქვს თავისი ოქროს პერიოდი - ანუ, კონკრეტული ასაკი აქვს, მაგალითად:

პირველი შვილის გაჩენისთვის საუკეთესო ასაკია 23-დან 35 წლამდე;

ოჯახის შექმნისთვის - 25-დან 29 წლამდე.

სპორტი და ფიზიკური ვარჯიში - 40 წლამდე (40 წლის ზემოთ, სასურველია, სეირნობა და ცურვა).

კარიერული წინსვლა - 40 წლამდე (თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს).

წონის კორექცია - 28 წლის შემდეგ. ამ ასაკიდან ორგანიზმში ნელ-ნელა ქვეითდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები და, შესაბამისად, იმაზე ნაკლებ კალორიებს ვწვავთ, ვიდრე საკვებით ვიღებთ. ამიტომ, უნდა მივირთვათ ხშირად, ცოტა-ცოტა და აუცილებლად გავზარდოთ უჯრედისების რაოდენობა (ბოსტნეულისა და ხილის მეშვეობით).

კოსმეტიკური პროცედურები: 25 წლამდე საკმარისია, კანის ყოველდღიური მოვლა ჰიგიენური თვალსაზრისით. 25-დან 30 წლამდე მეტი ყურადღება მიაქციეთ კანს სახესა და მთელ სხეულზე. მიიღეთ ზღვის მარილის აბაზანები, გამოიყენეთ დამცავი და დამატენიანებელი კრემები და ასე შემდეგ. 30-დან 40 წლამდე უყურადღებოდ არ დატოვოთ არც ერთი, თუნდაც ძალიან უჩინარი ნაოჭი და სასწრაფოდ მიაშველეთ სპეციალური კრემი. 40 წლის ზემოთ - თუ გსურთ, გაიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა, აუცილებლად მოიცალეთ საკუთარი თავისთვის: წესად შემოიღეთ დილის და საღამოს მოციონები, ცურვა ან ელემენტარული ვარჯიშები. რეგულარულად გაიკეთეთ ანტიცელულიტური და საერთო მასაჟები. ორ-სამ თვეში ერთხელ მაინც გაიწმინდეთ სახე კოსმეტოლოგთან.