BBC: ტრამპი The Wall Street Journal-სა და მის მფლობელს ჯეფრი ეპშტეინის შესახებ სტატიის გამო სასამართლოში უჩივის

BBC: ტრამპი The Wall Street Journal-სა და მის მფლობელს ჯეფრი ეპშტეინის შესახებ სტატიის გამო სასამართლოში უჩივის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოცემა The Wall Street Journal-სა და მის მფლობელს, რუპერტ მერდოკს ჯეფრი ეპშტეინის შესახებ სტატიის გამო სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანული ტელეარხის ცნობით, სასარჩელო მოთხოვნაში ტრამპს მისთვის 10 მილიარდი დოლარის გადახდა აქვს მითითებული.

საქმე ეხება მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ 2003 წელს ტრამპმა ეპშტეინს დაბადების დღეზე უხამსი შინაარსის მისალოცი წერილი მისწერა. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ წერილი ყალბია.

„ახლახან შევიტანეთ ძლიერი სარჩელი ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყო ყალბი, მავნებლური, ცილისმწამებლური, ყალბი „სტატიის“ გამოქვეყნებაში უსარგებლო „ნაჭერში“ სახელწოდებით The Wall Street Journal. ვიმედოვნებ, რომ რუპერტი და მისი „მეგობრები“ მოუთმენლად ელოდებიან ამ საქმეზე მრავალსაათიანი ჩვენებების მიცემას“, – ციტირებს BBC ტრამპს.

კომპანია Dow Jones-ის პრესსპიკერმა, რომელიც უშუალოდ ფლობს The Wall Street Journal-ს, BBC-ის განუცხადა: „ჩვენ სრულად დარწმუნებულები ვართ რეპორტაჟის სიზუსტეში და სიმტკიცით დავიცავთ თავს ნებისმიერი სარჩელისგან“.