ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს, ჩვენ გვჭირდება არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონები, რომლებიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას.
„ბრიუსელისთვის ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხი. როცა საუბარია პატიმრებზე, იქ ძალიან მკაფიო პასუხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულმა ამ პატიმარმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ამაზე დაგვიწყონ საუბარი. კეთილი ინებონ და დაგვისაბუთონ, თუ აქვთ რაიმე სამართლებრივი კითხვები რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი კითხვები არ არსებობს, შესაბამისად არის ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმები, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა პრემიერმა.