La stampa: იტალია უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ინიციატივას არ შეუერთდება. მონაწილეობაზე უარს ამბობენ, ასევე, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა 

La stampa: იტალია უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ინიციატივას არ შეუერთდება. მონაწილეობაზე უარს ამბობენ, ასევე, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა 

სააგენტო “La stampa“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ  იტალია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ინიციატივაში, რომელიც უკრაინისთვის აშშ-გან იარაღის შესყიდვას გულისხმობს. 

აქვე აღნიშნულია, რომ მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ, ასევე, საფრანგეთი, უნგრეთი და  ჩეხეთის რესპუბლიკა. 

„იტალია არ შეუერთდება აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ინიციატივას, თანხების ნაკლებობის გამო. საფრანგეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთმაც უარი თქვეს მონაწილეობაზე.“- წერს “La stampa”