ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიციის როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაჯდეს გარე უფროსების კარნახით, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ

ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიციის როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაჯდეს გარე უფროსების კარნახით, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ

რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გარე უფროსები ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებულები, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი. ის დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„იკვეთება, რომ უფრო გახარიას პარტიაზე და ხაზარაძის პარტიაზე აკეთებენ აქცენტს, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად სამარცხვინოა, როგორც ბრენდი, რომ მიხვდნენ, მათზე ფსონი აღარ გააკეთონ. პარტია „ახალიც“ ვერ შეასაღეს ჩვენს საზოგადოებას, როგორც რაღაც ცალკე მდგომი პარტია. მათ მიმართ ნდობა იქნება ძალიან დაბალი. მათი რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული წინა არჩევნებთან შედარებით. როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაჯდეს საბოლოო ჯამში გარე უფროსების კარნახით, „ქართული ოცნება“ ყველაფრისთვის მზად ვართ და 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.