მსოფლიოს ყველაზე იაფი კუნძულები

მსოფლიოს ყველაზე იაფი კუნძულები

უძრავი ქონების სააგენტო „დოკის” ექსპერტებმა იმ კუნძულების სია გამოაქვეყნეს, რომელთა ღირებულებაც 100 ათას დოლარს არ აღემატება.

პირველი ადგილი ამ რეიტინგში პანამაში მდებარე კუნძულმა გატუნმა დაიკავა, რომლის ფასიც 30 ათასი დოლარია. კუნძული, რომლის ფართობიც 0.3 ჰექტარს არ აღემატება, გატუნის ხელოვნურ ტბაზე მდებარეობს. იქ თევზის დიდი ოდენობით დაჭერა შეიძლება. კუნძულზე მაიმუნები და თუთიყუშები ბინადრობენ. კუნძულიდან ორმოციოდე წუთში მსოფლიოში უდიდეს პორტ პანამა-სიტიში ჩასვლაა შესაძლებელი.

მეორე ადგილზე გავიდა მაკგიბსონის კუნძული, რომელიც 35 ათას დოლარად იყიდება. კუნძული ქალაქ ფრედენიკტონის მახლობლად, მდინარე სენტ ჯონსზე მდებარეობს. ის დასვენებისთვის და იხვებზე სანადიროდ შესანიშნავი ადგილია.

ყველაზე იაფფასიანი კუნძულების სამეულს პანამაში მდებარე კუნძული „დონლფინ ბაი” ხურავს. ისიც პანამაშია და 40 ათას დოლარადაა შეფასებული. კუნძულის ფართობი 0,8 ჰექტარია.

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე ახალი შოტლანდიის კუნძულები გავიდა, რომლებიც კანადაში მდებარეობს და 65 ათას დოლარადაა შეფასებული. მათი ფართობი 15 ჰექტარია.