დროის უცნაურობანი

დროის უცნაურობანი

9,86 წამი - აი, დრო, რომლითაც ვარსკვლავური ერთი საათი დედამიწის ერთ საათს ჩამორჩება. ამიტომაც, ვარსკვლავური დღე-ღამე 3 წუთითა და 56 წამით უფრო მოკლეა.

აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით, ჩვენს სამყაროში ოთხი განზომილება არსებობს. ესენია: სივრცე, სიგრძე, სიგანე და დრო.

„დრო - ფულია“! - ეს ფრაზა ეკუთვნის ბენჯამენ ფრანკლინს, რომელიც ღარიბი ხელოსნის ოჯახში მეთხუთმეტე ბავშვი იყო. სულ ფრანკლინებს 17 შვილი ჰყავდათ. დახედეთ 100-დოლარიან კუპიურას, რომელზეც ბატონი ბენჯამენის სახეა აღბეჭდილი და დაიჯერეთ, რომ ეს მართლაც ასეა.

24timezones.com - არის საიტი, რომლის დახმარებითაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ, გაიგოთ ზუსტი დრო პლანეტის ნებისმიერ წერტილში.