კირკიტაძე პრესაგე.ტვ-ისთან ბოიკოტის რეჟიმზე გადადის

კირკიტაძე პრესაგე.ტვ-ისთან ბოიკოტის რეჟიმზე გადადის

ბოლო ორი თვეა, ქვემო ქართლის გუბერნატორის – დავით კირკიტაძის პრესსამსახური პრესაგე.ტვ-ისთან არ თანამშრომლობს. ჩვენ ვერ  ვესწრებით გუბერნატორის გამართულ ღონისძიებებს. ინფორმაციას, ასეთი აქტივობების შესახებ, პრესსამსახურის ნაცვლად,  ჩვენი კოლეგების მომზადებული სიუჟეტებიდან ვიგებთ. 

იმის გასარკვევად, თუ რატომ არ გვატყობინებენ გუბერნატორის საქმიანობის შესახებ, მის პრეს მდინავს ვესაუბრეთ.

გუბერანტორის სამხარეო ადმინისტრაციაში მისულებს, მისი პრესმდივანი სალომე გირკელიძე გვხვდება. ჩვენი პრეტენზიის მოსმინის შემდეგ ამბობს, რომ  მობილური გამოცვალა და ჩვენი კონტაქტები დაკარგა. ნომერს თავიდან იწერს, თუმცა  ამით არაფერი იცვლება. 

აღნიშნული საუბრიდან დაახლოებით სამი დღეში, ქვემო ქართლში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ტყეშელაშვილი და რეგიონული განვითარების მინისტრი, დავით კირკიტაძესთან შეხვედრას მართავენ. განიხილავენ რეგიონული მასშტაბის პროექტების მიმდინარეობას. შეხვედრას ესწრებიან ცენტრალური მედიასაშუალების წარმომადგენლები და ყველა ადგილობრივი ჟურნალისტი, პრესაგე.ტვ-ის გარდა. კოლეგები გვეუბნებია, რომ შეხვედრის შესახებ, მათ წინასწარ გუბერნატორის პრესასმსახურმა  შეატყობინა. 

კირკიტაძესთან  დაახლოებული ჩვენი რესპოდენტები, პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ ამ შემთხვევაში საქმე პრესსამსახურის ცუდ მუშაობასთან არ გვაქვს. მათი თქმით, უკვე კარგა ხანია ,,გუბერნატორის კარზე” ჩვენ არასასურველი ხალხი ვართ და მას ჯერაც არ დავიწყებია ჩვენი სტატია სათაურით: ,,კირკიტაძე მამალაძის მძიმე მემკვიდრეობას ვერ გაუმკლავდა”. 

მიუხედავად, იმისა, რომ საჯარო მოხელეთა საქმიან შეხვედრებზე, ნიუსური ხასიათის მასალებს იშვიათად ვწერთ -  გუბერნატორთან შექმნილი აღნიშნული პრობლემა, ჩვენი საქმიანობისთვის  ხელისშემშლელი ფაქტორია. 

თვითმმართველობა ტრადიციულად გაღიმებული რჩება 

რუსთავის თვითმმართველობა 2010 წლიდან ცდილობს, მის საკუთრებაში არსებული, შპს ,,ერთობის” 85%-იანი წილი გაყიდოს.

აღნიშნული შპს წარმოადგენს რუსთავის ბაზარს, რომელსაც ადგილობრივები სტამბულის ბაზრობას უწოდებენ. 

,,შპს ,,ერთობის”, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული 85%-იანი წილის გასაყიდად, 2011 წლის 3 - იანვარს ჩატარდა მორიგი აუქციონი. აუქციონზე გამოჩნდა მხოლო ერთი დაინტერსებული პირი. აღნიშნული ქონება კერძო პირმა – მოშიაკ იაკობმა შეიძინა. გადაიხადა ერთი მილიონი ლარი და გადასცეს საკუთრების მოწმობა. მილიონი ლარიდან, თვითმმართველობის ბიუჯეტში 363 000 ლარი შევიდა. დანარჩენი გადაირიცხა ქვეყნის ბიუჯეტში.” – საუბრობს რუსთავის მერის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მარიკა ფიროსმანაშვილი. 

გაყიდული ბაზრის სრული მესაკუთრე ებრაელი ბიზნესმენია. რა სახის ცვლილებებს განახორციელებს ახალი მეპატრონე არავინ იცის. ,, იმედია, ბაზარში ასვალტს დააგებს და მოაწესრიგებს სიტუაციას სისუფთავის მხრივ” – ამბობენ სტამბულის ბაზრის ხშირი სტუმარი რუსთაველები. 

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მონდომებით ცდილობს ასეთი მსხვილი ობიექტების გასხვისებას, მათი გაყიდვით დიდ ფინანსურ სარგებელს ვერ იღებს. ,, ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს მწირი ბიუჯეტები აქვთ და საკუთარი პროგრამების განსახორციელებისთვის ხშირად არ ყოფნით ფული ცნობილია, თუმცა ეს მაინც სხვა თემაა. ამ შემთხვევაში ბაზრის გაყიდვით შემოსული მილიონის ამგვარი განაწილება, ვფიქრობ, რომ წმინდა სამართლებრივი კუთხით კანონიერია.” – საუბრობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი. 

საქართველოს ორგანულ კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შეახებ, არ განმარტავს, ტერიტორიული ერთეული ქონების გასხვისების შემთხვევაში, შემოსავლის რა ნაწილი ეგზავნება ცენტრალურ ბიუჯეტს. 

დღევანდელი რეალობით, რეგიონის თვითმმართველობები დიდ წილად ტრანსფერებზეა დამოკიდებული. ტრანსფერის გადმოგზავნამდე თვითმმართველობები საკუთარი ბიუჯეტების შედგენასაც ვერ ახერხებენ, რადგან ადგილობრივი შემოსავლები მწირია. 

თავის მხრივ კი მთავრობა ამის გამო თვითმმართველობებს აკრიტიკებს და მათ ცუდ მენეჯმენტზე საუბრობს.