ეს უკვე სირცხვილიც არაა - ეს არის "დიფ სთეიტის" ღია შეტევაში გადასვლა და ევროპის დემოკრატიული "ფასეულობების" ფეხქვეშ დემონსტრაციული გათელვა - ანუ, ყველაფერი ის, რაზეც აქამდეც არაერთხელ მოგახსენეთ. ამჯერად სამიზნე - პრაღაა. როგორც კი ჩეხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამოიკვეთა ქვეყნის ექს-პრემიერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-ს მზარდი რეიტინგი და გამარჯვების უპირობო პერსპექტივები - "დიფ სთეიტის" ჩეხურმა ფილიალმა მიმართა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, უკრაინასა და მოლდოვაში ნაცად ხერხს: ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ კორუფციის ფიქტიური ბრალდებით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუუქმეს, ხოლო საქმე კვლავ სასამართლოში იქნა გადაგზავნილი - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, პარტიის რეიტინგი ისედაც მუდმივად 30%-ს აჭარბებდა, მაშინ როცა ამჟამინდელი მმართველი კოალიცია „ერთად“ დაახლოებით 20%-ს თუ აღწევს.
საქმის ხელახლა განხილვამდე ექსპერტები თანხმდებოდნენ, რომ ბაბიში 2021 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რეაბილიტაციას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაბრუნებას შეძლებდა.
„ეს უკვე სირცხვილიც არაა - ეს არის "დიფ სთეიტის" ღია შეტევაში გადასვლა და ევროპის დემოკრატიული "ფასეულობების" ფეხქვეშ დემონსტრაციული გათელვა - ანუ, ყველაფერი ის, რაზეც აქამდეც არაერთხელ მოგახსენეთ. ამჯერად სამიზნე - პრაღაა. როგორც კი ჩეხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამოიკვეთა ქვეყნის ექს-პრემიერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-ს მზარდი რეიტინგი და გამარჯვების უპირობო პერსპექტივები - "დიფ სთეიტის" ჩეხურმა ფილიალმა მიმართა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, უკრაინასა და მოლდოვაში ნაცად ხერხს: ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ კორუფციის ფიქტიური ბრალდებით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუუქმეს, ხოლო საქმე კვლავ სასამართლოში იქნა გადაგზავნილი.
საქმის დეტალებით არ მოგაწყენთ, მთავარს მოგახსენებთ: საქმის სასამართლოში დაბრუნების გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე იქნა მიღებული, რომელსაც მემარჯვენე პოპულისტური ANO ფავორიტად იქნა მიჩნეული. პარტიის რეიტინგი ისედაც მუდმივად 30%-ს აჭარბებდა, მაშინ როცა ამჟამინდელი მმართველი კოალიცია „ერთად“ დაახლოებით 20%-ს თუ აღწევს. საქმის ხელახლა განხილვამდე ექსპერტები თანხმდებოდნენ, რომ ბაბიში 2021 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რეაბილიტაციას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაბრუნებას შეძლებდა - მაგრამ "დიფ სთეიტი" სულ სხვანაირად ფიქრობდა.“ - წერს ქართველიშვილი.