ოპოზიცია ძალიან მძიმედ დამარცხდება თვითმმართველობის არჩევნებში - ეს არის მთავარი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის შეუფერხებელი განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის წინააღმდეგობა, რაც არის რადიკალური ოპოზიციის შიგნით, არის მაჩვენებელი, რომ ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია.
„ის წინააღმდეგობა, რაც არის რადიკალური ოპოზიციის შიგნით, არის პირდაპირ იმის მაჩვენებელი, რომ ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია. საზოგადოება ხედავს, რამდენად დასუსტებულია ოპოზიცია. ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს ისინი საკუთარმა პატრონებმა. ასეთ დროს წინააღმდეგობების ხარისხი იზრდება, ვერ ყალიბდებიან ხოლმე, რა უნდა მოიმოქმედონ თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით. ჩვენთვის არის სულერთი, ასეც და ისეც ოპოზიცია ძალიან მძიმედ დამარცხდება. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის შეუფერხებელი განვითარება", - განაცხადა პრემიერმა.