თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიცმედიისთვის დაუშვებელს ხდის სასამართლოში ფოტო-ვიდეოგადაღებას, განპირობებულია იმით, რომ ბოლო წლებში სასამართლო დარბაზებში მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობენ.
„ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება. შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ბევრ ევროპულ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია. გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ სასამართლო სხდომები დახურული იქნება მედიისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას - რისთვის სჭირდება ხელისუფლებას აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, მერი პასუხობს: „ეს ჩვენ არა, ქვეყანას სჭირდება, რომ სასაცილო არ გახდეს ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ჩვეულებრივ ცირკად აქციეთ ყველა სასამართლო სხდომა. წარმოუდგენელია ის, რასაც კადრულობთ. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ისეთი, როგორიც ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-შია.“