ირანმა, ყატარში მდებარე აშშ-ის ბაზაზე ავიაიერიში დაიწყო და მისიას "გამარჯვების გამოცხადება" უწოდა - ინფორმაციას abcnews-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ალ უდეიდის ავიაბაზა იყო.
"ამერიკელი მტრის აგრესიით ყველასთვის ცხადი გახდა, რომ სიონისტების ბოროტება ამერიკული ჩანაფიქრის გაგრძელება იყო", - ნათქვამია ირანელი სამხედროების განცხადებაში.