მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას ორი წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

სასამართლო ხდომას ხაზარაძე არ დასწრებია.

საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა. პირველ აპრილს მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ამასთან, დღესვე გამოცხადდება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განაჩენიც. მასაც აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მასაც გადახდილი აქვს.

მარბიელი ცალკე საკანში, ტელევიზორით, წიგნებით (ვინც კითხვა იცის) და ტრენაჟორით რამოდენიმე თვე ციხეში ჯდომა დიდი პრობლემა არ უნდა იყოს არავისთვის გარდა ხაზარაძისა და ვაშაძისა
3 საათის უკან
მარბიელი ბ ჯაფარიძესაც 8 წელიო, ესენი ციხეში მიჰყავთ თუ ჯარში?
1 საათის უკან