შალვა პაპუაშვილი: ჩვენ დღეს გვყავს თაობა, რომელიც დაბადებულიც არ იყო, როდესაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტში ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ამასობაში გაიზარდა მთელი თაობა ისე, რომ სიტყვა ითქვა და საქმე არ გაკეთებულა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ დღეს გვყავს თაობა, რომელიც დაბადებულიც არ იყო, როდესაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტში ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ამასობაში გაიზარდა მთელი თაობა ისე, რომ სიტყვა ითქვა და საქმე არ გაკეთებულა

ჩვენ დღეს გვყავს თაობა, რომელიც დაბადებულიც არ იყო, როდესაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტში ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ამასობაში გაიზარდა მთელი თაობა, სკოლას ამთავრებენ ისე, რომ სიტყვა ითქვა და საქმე არ გაკეთებულა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნატოს სამეკავშირეო ოფისი განცხადების კომენტირებისას.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ აჩვენა ყველაფერი, რაც კი შეეძლო სანდო პარტნიორს ეჩვენებინა ნატოსთვის. მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნები ემალებოდნენ ავღანეთის მისიას, საქართველო წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით ავღანეთში. რაოდენობით ვიყავით მესამე-მეოთხე ქვეყანა ნატოს ქვეყნებთან შედარებით. 1000-1500 ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი მაშინ, როდესაც ბალტიის ქვეყნები 30-40 ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი, ისიც შტაბში.

ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გაკეთებულიყო იმისთვის, რომ გვეჩვენებინა როგორც ჩვენი სანდო პარტნიორობა, ასევე გვეჩვენებინა საქართველოს მნიშვნელობა ნატოსთვის და ასევე გვეჩვენებინა ნატოს მნიშვნელობა საარტელოსთვის. ეს ყველაფერი ვაჩვენეთ, თუმცა საპასუხოდ ვხვდებით მხოლოდ სიტყვებს და ამგვარ განცხადებებს, რომელიც გავრცელდა ნატოს ადგილობრივი ოფისის მხრიდან.

ამ განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებას ვერავინ დაიცავ და ეს ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითზე, რომლის მიმართაც ბევრი განცხადება კეთდება, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება ყველა ხვდება, რომ ნატოს ატომური ქოლგა არის ყველაზე ქმედითი დაცვა და არა განცხადებები ნატოს ოფისების მხრიდან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.