შალვა პაპუაშვილი თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე: მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი მიიღო აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია

შალვა პაპუაშვილი თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე: მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი მიიღო აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია

მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი მიიღო აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია, - განაცხადა საართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აშშ-ში ელჩით იქნება წარმოდგენილი.

„მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი მიიღო აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი არის და ჩვენ კვლავ ერთგული ვართ იმ წინადადებისა, რომელზეც უკვე რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე. ასე, რომ ქალბატონი თამარ ტალიაშვილი, როგორც ელჩი ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა და მიხარია, რომ ის იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.