მტკიცე ნაბიჯები გადავდგით ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებისა და ბევრი რეფორმა გატარდა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მაშინ და თავდაცვის ძალებში ახლა. მიუხედავად ამისა, განცხადების იქით საქმე არასდროს არ წასულა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნატოს სამეკავშირეო ოფისი განცხადების კომენტირებისას.
„ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ რეალურ ნაბიჯებზე დავიწყოთ ლაპარაკი. განცხადებას უნდა გასცდეს ეს პარტნიორული ურთიერთობები მათი მხრიდან. ჩვენი მხრიდან მზად ვართ და ეს მრავალჯერ დავამტკიცეთ“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ნატოს სამეკავშირეო ოფისი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ უკვე სამი ათწლეულია, საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს.