ლევან მახაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე: ცარიელი ფუჭი სიტყვები ვერ აჩერებს ტანკებს და რაკეტებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს ეს 17 წლიანი ცარიელი სიტყვების დრო

ლევან მახაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე: ცარიელი ფუჭი სიტყვები ვერ აჩერებს ტანკებს და რაკეტებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს ეს 17 წლიანი ცარიელი სიტყვების დრო

ცარიელი ფუჭი სიტყვები ვერ აჩერებს ტანკებს და რაკეტებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს ეს 17 წლიანი ცარიელი სიტყვების დრო,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ნატო-ს ოპერაციებში და დროა ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით პოლიტიკური მზაობა ქმედით ნაბიჯებში გადაიზარდოს.

„წვლილი შევიტანეთ გლობალურ უსაფრთხოებაში. იცით, რომ საქართველო ძალიან აქტიურად იყო და არის ჩართული ნატო-ს ოპერაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი თავდაცვის ძალები სრულად თავსებადია ნატო-ს ძალებთან. ამიტომ აქ კითხვა ზედმეტია იმასთან დაკავშირებით ნატო-ში წევრობისთვის საქართველო მზად არის თუ არა. დღეს, რაც ნამდვილად გვაკლია ეს არის მზაობა იმისა რომ ამ რეგიონში ნამდვილად აქვს სურვილი ნატო-ს გაფართოების. გაფართოება ნიშნავს გეოპოლიტიკურ კონკურენციაში შესვლას და ამისთვის არის აუცილებელი არა მხოლოდ პოლიტიკური მზაობა, რეალური ნაბიჯები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს. საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.