იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის დასაწყისი, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას.
„მისასალმებელია, რომ ამერიკულმა მხარემ საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში, დროულად გასცა თანხმობა ქალბატონი თამარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის დასაწყისი. ქალბატონ თამარს აქვს ყველანაირი ცოდნა, უნარ-ჩვევები იმისთვის, რაც საჭიროა კარგი დიპლომატისთვის, მითუმეტეს იმისთვის, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიანობს. იმედი გვაქვს, რომ ქალბატონი თამარი უახლოეს პერიოდში შეუდგება საქმიანობას. პროცედურა ასეთი იყო, რომ საქართველომ წარადგინა კანდიდატურა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა სამთვიანი დრო, რომ გაეცა თანხმობა. იცით, რომ ბევრად უფრო მჭიდრო ვადებში გასცა თანხმობა. უახლოეს პერიოდში ქალბატონ თამარს ექნება შესაძლებლობა ჩავიდეს ვაშინგტონში“, - აღნიშნა მახაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.