ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე: ეს ნიშნავს, რომ აშშ-სთან ურთიერთობის სრულფასოვანი არხი გვექნება

ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე: ეს ნიშნავს, რომ აშშ-სთან ურთიერთობის სრულფასოვანი არხი გვექნება

აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან შეაფასა. როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობის სრულფასოვანი არხი ექნება.

„ეს ნიშნავს, რომ აშშ-სთან გვექნება ურთიერთობის სრულფასოვანი არხი და ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვის და ახალი შინაარსის დატვირთვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა. დიპლომატიური ურთიერთობა და ელჩის აქტიური საქმიანობა არის მნიშვნელოვანი. ველით, რომ ცოტა ამერიკის ახალი ელჩიც დაინიშნება საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.