რა მექანიზმი არსებობს ამ ბოროტი ძალის წინააღმდეგ? პასუხი მარტივია - ინფორმაციის გავრცელება და ადამიანების სიმართლით აღჭურვა, დაუღალავი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის, სარწმუნოების, ტრადიციების, კულტურის, იდენტობისა და სუვერენიტეტის გადასარჩენად

ალბათ, საზოგადოებას აქვს ერთი მთავარი კითხვა - რა მექანიზმი არსებობს ამ დიდი და ბოროტი ძალის წინააღმდეგ? როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ჩვენი სამშობლოს გადაგვარებისგან და როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ არ გავხდეთ ოლიგარქებისა და მათ მიერ შექმნილი „სამყაროს“ ნაწილი?- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერილში. 

მისი თქმით, ბოროტი ძალის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმია ინფორმაციის გავრცელება და ადამიანების სიმართლით აღჭურვა, ასევე ყოველდღიური, დაუღალავი ბრძოლა საქართველოს, სარწმუნოების, ტრადიციების, კულტურის, იდენტობისა და სუვერენიტეტის გადასარჩენად.  

„პასუხი მარტივია - ინფორმაციის გავრცელება და ადამიანების სიმართლით აღჭურვა, ასევე ყოველდღიური, დაუღალავი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის, სარწმუნოების, ტრადიციების, კულტურის, იდენტობისა და სუვერენიტეტის გადასარჩენად. ვფიქრობ, ინფორმირებული პატრიოტი ადამიანი არის ის ერთადერთი და მთავარი ბარიერი, რამაც შესაძლოა შეაჩეროს „დიფ სთეითის“ გეგმა. ის გეგმა, რომელიც დიდი ხანია უკვე მოქმედებაშია“,- წერს დავით ქართველიშვილი.