დავით ქართველიშვილი:  ოლიგარქიული ოჯახების გეგმები არც თუ ისე დაფარული და რთულად ამოსახსნელია, ხშირად ამ გეგმების შესახებ მათივე დაკვეთით დაწერილ წიგნებში, გადაღებულ ფილმებში და ნაშრომებში ამოიკითხება

დავით ქართველიშვილი:  ოლიგარქიული ოჯახების გეგმები არც თუ ისე დაფარული და რთულად ამოსახსნელია, ხშირად ამ გეგმების შესახებ მათივე დაკვეთით დაწერილ წიგნებში, გადაღებულ ფილმებში და ნაშრომებში ამოიკითხება

აღსანიშნავია ისიც, რომ ოლიგარქიული ოჯახების გეგმები არც თუ ისე დაფარული და რთულად ამოსახსნელია, რამეთუ ხშირად ამ გეგმების შესახებ მათივე დაკვეთით დაწერილ წიგნებში, გადაღებულ ფილმებში, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ მეცნიერებათა მსჯელობასა და ნაშრომებში ამოიკითხება. სწორედ ამ „სერიიდან“ არის ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო", ორუელის „1984“ და თეა ალექსანდერის „2150“,- ვკითხულობთ „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში. 

დავით ქართველიშვილი ყურადღებას ამახვილებს ამერიკაში მცხოვრებ ებრაელ პოლიტოლოგსა და მეცნიერზე, კერტის იარვინსზე, რომლის მოღვაწეობასაც „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებად მედიაში უდიდესი ყურადღება ეთმობა, მისი პოპულარულობა კი, ხელოვნურადაა შექმნილი. 

„ასევე თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო ამერიკაში მცხოვრებ ებრაელ პოლიტოლოგსა და მეცნიერს, კერტის იარვინს, რომელიც ასევე ხელოვნურად, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს აშშ-ში და მის პოლიტიკურ ბლოგებსა და ნაშრომებს „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებად მედიაში უდიდესი ყურადღება ეთმობა. 

შემოგთავაზებთ ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივ ამონარიდებს მისი ნაშრომებიდან:
კერტის იარვინი ამტკიცებს, რომ ამერიკული დემოკრატია სუსტი, არაეფექტური და მოძველებულია

მისი ხედვით, ქვეყანას სჭირდება ერთპიროვნული ლიდერი — CEO-ს (Chief Executive Officer - იარვინის თეორიაში: იდეალური მმართველი მენეჯერი) ტიპის მონარქი, რომელიც ქვეყანას მართავს ისე, როგორც წარმატებული კომპანიები იმართება.

იარვინის აზრით, დემოკრატია ვეღარ უზრუნველყოფს ეფექტიან მმართველობას. მაგალითად, მასობრივი იმიგრაციის პოლიტიკა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მას მოქალაქეების უმრავლესობა ეწინააღმდეგება

იარვინი თვლის, რომ სახელმწიფოს მართვა უნდა ჰგავდეს თანამედროვე კომპანიის მართვას — ერთპიროვნული ხელმძღვანელობით, სტრატეგიული ხედვით და ბიუროკრატიის გარეშე
იარვინი კომპანიებს აღწერს როგორც ფუნქციურ მონარქიებს, სადაც CEO არის ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები

მისთვის სახელმწიფოც უნდა იმართებოდეს ასე: სწრაფად, ეფექტურად და მკაფიოდ.
ის ადარებს NASA-სა და SpaceX-ს — პირველი რთული ბიუროკრატიული სისტემაა, მეორე კი კერძო სექტორის წარმატებული, შედეგზე ორიენტირებული ორგანიზაცია
იარვინი მოითხოვს ბიუროკრატიის დემონტაჟს იმავე პრინციპით, როგორც კომპანიები რესტრუქტურიზაციას გადიან გაკოტრების დროს მისი აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტების დახურვა და ხელახალი აშენება უნდა მოხდეს ზედა დონიდან ქვემოთ, პროფესიული და არა პოლიტიკური მართვით“,- წერს დავით ქართველიშვილი.