დავით ქართველიშვილი “დიფ სთეითის” მიზნებზე: კორპორაციული მმართველობის ფორმაში საბოლოოდ გაქრება ადამიანის ცნება, მისი უფლებები, მოთხოვნილებები და საჭიროება, ყველაფერი კი ოლიგარქიული ოჯახების სურვილებს მოემსახურება

დავით ქართველიშვილი “დიფ სთეითის” მიზნებზე: კორპორაციული მმართველობის ფორმაში საბოლოოდ გაქრება ადამიანის ცნება, მისი უფლებები, მოთხოვნილებები და საჭიროება, ყველაფერი კი ოლიგარქიული ოჯახების სურვილებს მოემსახურება

პირველი კორპორაციული მმართველობის ქვეყანაში, ცხადია, ყველაფერი მალე მოგვარდება, გაიზრდება ეკონომიკა, დამარცხდება კრიმინალი და შეიქმნება ილუზია, რომ ეს არის მმართველობის ყველაზე იდეალური ფორმა. მიზანი ნათელია - შემდგომში მმართველობის ეს ფორმა მარტივად, ოვაციით უნდა მიიღოს სხვადასხვა ქვეყანამ და ამ ქვეყნის საზოგადოებამ,  -  ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, სადაც „დიფ სთეითის“ გეგმებს აანალიზებს და ევროპაში კორპორაციული მმართველობის დამყარებას მიმოიხილავს. 

მისი თქმით, ყველაზე მძიმე „დიფ სთეითის“ გეგმაში ის არის, რომ კორპორაციული მმართველობა ადამიანის ცნებას და მის უფლებებს, მოთხოვნილებებსა თუ საჭიროებას საბოლოოდ გააქრობს. 

„ყველაზე მძიმე ამ გეგმაში კი ის არის, რომ კორპორაციული მმართველობის ფორმაში საბოლოოდ გაქრება ადამიანის ცნება, მისი უფლებები, მოთხოვნილებები და საჭიროება, ყველაფერი კი ოლიგარქიული ოჯახების სურვილებს მოემსახურება. გამოგვიცხადებენ, რომ ისინი არიან „ღმერთკაცები“, ხოლო დანარჩენი ადამიანები მათი მომსახურე არსებები, რომლებსაც არ უნდა ჰქონდეთ არც სამშობლო, არც რწმენა, არც თავისუფლება და არც მიზნები. თანაც, ამ ყველაფერს უკვე კანონიერად, ლეგალური ფორმით გააკეთებენ.“ -  წერს დავით ქართველიშვილი.