„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში „დიფ სთეითის“, იგივე ოლიგარქიული ოჯახების გეგმების შესახებ წერილს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია ევროპისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნაზე.
მისი თქმით, ოლიგარქიულმა ოჯახებმა მილიონობით მიგრანტი ევროპის კონტინეტს შეუსიეს, რისი მიზანიც ევროპის ქვეყნების იდენტობის მოშლა, კრიმინალის ზრდა და ეკონომიკური პრობლემების გაღრმავება იყო.
„იმისათვის, რომ ევროპის პრობლემები კიდევ უფრო ბრუტალური გამხდარიყო, ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჯერ კიდევ წლების წინ მიგრაციის გეგმა შეიმუშავეს. მათ ჯერ ხელოვნურად გამოიწვიეს სისხლისმღვრელი ომები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, სირიაში, ერაყში, ლიბიაში, ლიბანსა და სხვა ქვეყნებში, ხოლო შემდეგ ამ ქვეყნებიდან გაქცეული მილიონობით მიგრანტი ევროპის კონტინენტს შეუსიეს. ამ გეგმის მიხედვით რამდენიმე საკვანძო საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. პირველი - კულტურათა აღრევას, საბოლოოდ უნდა მოეშალა ევროპის ქვეყნების იდენტობა, მიგრანტებს ქვეყნებიდან უნდა გაეყარათ აბორიგენი მოსახლეობა და გაზრდილიყო კრიმინალი, რაც საბოლოო ჯამში ეთნიკური კრიზისის გარდა კიდევ უფრო გააღრმავებდა ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას.“ - წერს ქართველიშვილი.
მისი განცხადებით, ყველაფერი სწორედ ამ გეგმის მიხედვით წარიმართა და დღეს ვხედავთ, რომ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, მათი ტრადიციებისა და კულტურისთვის აბსოლუტურად განსხვავებული და მიუღებელი ადამიანები არიან, რამაც „დიფ სთეითისთვის“ სასურველი შედეგი მოიტანა - საზოგადოება ჭრელი და მარტივად მართვადი გახდა.
„ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც დაიგეგმა. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, სკანდინავიის ქვეყნებსა და წამყვან ევროპულ სახელმწიფოებში, რომელთა ცხოვრების მაღალი დონე ძირითადად განსაზღვრავდა ევროკავშირის მდგრადობას, და რომლებიც მთლიანად დაცლილია ადგილობრივი მოსახლეობიდან - უმრავლესობაში ამ ქვეყნების ტრადიციებისა და კულტურისთვის აბსოლუტურად განსხვავებული და მიუღებელი ადამიანები არიან. შედეგად დაინგრა და განადგურდა ეროვნული ფასეულობები, საზოგადოება კი ჭრელი, აღრეული და მარტივად მართვადი გახდა.“ - წერს დავით ქართველიშვილი.