დავით ქართველიშვილი “დიფ სთეითის” გეგმაზე: უმთავრესი მიზანი ევროპული ქვეყნების გადაგვარება იყო პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, ზნეობრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით

დავით ქართველიშვილი “დიფ სთეითის” გეგმაზე: უმთავრესი მიზანი ევროპული ქვეყნების გადაგვარება იყო პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, ზნეობრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ დღეს ევროპის ქვეყნების 90%-ს „დიფ სთეითის“ აგენტურა მართავს. სწორედ მათი ხელით, ოლიგარქიულმა ოჯახებმა მიწასთან გაასწორეს როგორც ევროპის კავშირი, ასევე ცალკეული ქვეყნები, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში წერს, რომელშიც “დიფ სთეითის” გეგმებს მიმოიხილავს.

მისივე განცხადებით, გეგმის თანახმად, ევროპის ქვეყნები პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, ზნეობრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით უნდა გადაგვარებულიყვნენ. შედეგად, როგორც ქართველიშვილი წერს, ვხედავთ, რომ ქრისტიანული იდეოლოგია, რაზეც თავის დროზე ევროპულმა ქვეყნებმა კავშირი დააფუძნეს, დღეს არც ერთ ქვეყანაში აღარ არსებობს.

“წლების წინ, როდესაც გეგმა მოქმედებაში მოვიდა - უმთავრესი მიზანი ევროპული ქვეყნების გადაგვარება იყო: გადაგვარება პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, ზნეობრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მათი დავალებით, აგენტურული მთავრობების ხელით გადადგმული ყველა ნაბიჯი, რამაც საბოლოო ჯამში ევროპა კატასტროფის პირას მიიყვანა. 

ქრისტიანული იდეოლოგია, რაზეც თავის დროზე ევროპულმა ქვეყნებმა კავშირი დააფუძნეს, დღეს არც ერთ ქვეყანაში აღარ არსებობს. რელიგია კი ფსევდოლიბერალურმა, ეგრეთ წოდებულმა ლგბტ-იდეოლოგიამ ჩაანაცვლა. წლების განმავლობაში ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდამ, ხელოვნურად შემოგდებულმა „უმცირესობების“ თემის პედალირებამ, ასევე „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებით დააყენა შედეგი, რომელიც დღეს ევროპაში მოცემულობაა: ეკლესია ლგბტ კლუბებმა ჩაანაცვლეს, საეკლესიო რიტუალები კი - ლგბტ აღლუმებმა.” - წერს დავით ქართველიშვილი.