გივი მიქანაძე: ჩვენ ვფიქრობთ, გარე ძალებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულწილად ორ მიმართულებად გაიყოს

გივი მიქანაძე: ჩვენ ვფიქრობთ, გარე ძალებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულწილად ორ მიმართულებად გაიყოს

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთგვარად მოხდა გადაწყვეტილების მიღება გარე ძალების მიერ, რომ კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულწილად გაიყოს ორ მიმართულებად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, „ლელო“ და პარტია „საქართველოსთვის“ პოზიციონირებს ისე, თითქოს მზად არიან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის. მისივე თქმით, მათი მიზანია დანარჩენი კრებსითი „ნაციონალურ მოძრაობის“ ხმების წამოღება.

„ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, რეალურად ვერ ემიჯნებიან, ამიტომ მათ მიიღეს დავალება ბოლომდე რადიკალიზაციის. „ლელოს“ და გახარიას წარმომადგენლები ცდილობენ, რომ პოზიციონირება გააკეთონ გარკვეულწილად იმ მიმართულებით, თითქოს ისინი მზად არიან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ამით დანარჩენი კრებსითი „ნაციონალურ მოძრაობის“ ხმები წამოიღონ. ეს სცენარი გაშიფრულია“, - აცხადებს მიქანაძე.