სასირცხვილოა მათი საქციელი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი არჩევნების კრიტიკასთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ლატვიელი ევროპარლამენტარების კრიტიკას.
მისი თქმით, მიუხედავად ზიზღის ენისა საქართველოს ხელისუფლება მზად არის არჩევნებთან დაკავშირებით ლატვიას გამოცდილება გაუზიაროს.
„ფაქტია, რომ საკუთარ ქვეყანაში ვერ მოუგვარებიათ ბალტიისპირეთის ამ რესპუბლიკას თავისი საარჩევნო პროცესები. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ზღვარგადასულ, არგუმენტისგან დაცლილ კრიტიკას და ხანდახან, ხშირ შემთხვევაში სიძულვილსაც ვისმენთ ამ ქვეყნებისგან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ლატვიის მთავრობა აქტიურად ცდილობდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და მოუწოდებდა ხელისუფლებას არჩევნებზე მიეღო დაუყოვნებლივი ზომები. რეალური საარჩევნო პრობლემები კი საკუთარ ქვეყანაში აქვთ, რაც დაადასტურა ლატვიის პრეზიდენტმაც.