გიორგი ვოლსკი: ლატვიის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის მტრული. ლატვია არის რუსეთთან ერთ-ერთი სერიოზული ვაჭრობის მქონე ქვეყანა

გიორგი ვოლსკი: ლატვიის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის მტრული. ლატვია არის რუსეთთან ერთ-ერთი სერიოზული ვაჭრობის მქონე ქვეყანა

ლატვიის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის მტრული და რასაკვირველია, ამაში ლატვიას თავისი პრინციპული პოზიცია გააჩნია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ლატვიის ხელისუფლების ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ლატვია არის რუსეთთან ერთ-ერთი სერიოზული ვაჭრობის მქონე ქვეყანა.

„ლატვიის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის მტრული და რასაკვირველია, ამაში ლატვიას თავისი პრინციპული პოზიცია გააჩნია. იქ არჩევნების თემა წამოიწევს, ადამიანის უფლებების დაცვის თემა წამოიწევს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დარღვეული თავად ლატვიაში. ლატვია არის რუსეთთან ერთ-ერთი სერიოზული ვაჭრობის მქონე ქვეყანა.

აქ ორმაგ სტანდარტზე კი არ არის ლაპარაკი, აქ არის უტიფრობაზე ლაპარაკი, რომელიც აძლევთ მათ საშუალებას საქართველოს მიმართ იყვნენ ხისტები“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ლატვიის მთავრობა აქტიურად ცდილობდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და მოუწოდებდა ხელისუფლებას არჩევნებზე მიეღო დაუყოვნებლივი ზომები. რეალური საარჩევნო პრობლემები კი საკუთარ ქვეყანაში აქვთ, რაც დაადასტურა ლატვიის პრეზიდენტმაც.