გურამ მაჭარაშვილი: არც „ნაციონალური მოძრაობა“ არის რევოლუციის მომწყობი და არც მისი ფილიალები, ეს ბედკრულები მოქცეული არიან უცხოური ძალების ქვეშ

გურამ მაჭარაშვილი: არც „ნაციონალური მოძრაობა“ არის რევოლუციის მომწყობი და არც მისი ფილიალები, ეს ბედკრულები მოქცეული არიან უცხოური ძალების ქვეშ

არც „ნაციონალური მოძრაობა“ არის რევოლუციის მომწყობი და არც მისი ფილიალები. ოთხივე ბედკრულია და მოქცეული არიან უცხოური ძალების ქვეშ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, თავიდან ყველა ამბობდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუმცა მათი რიტორიკა ნელ-ნელა შერბილდა და მათი ნაწილი ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღებს.

„უცხოეთში რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. მათი ერთიანობა ვერცერთ საკითხზე ვერ იქნება, რადგან მომეტებული ამბიციები აქვთ. ხაზარაძე იქნება თუ გახარია, თავიანთი პატრონების წინაშე პოლიტიკურად კეკლუცობენ და ამბობენ, უფრო მეტად გამჭრიახები არიან, ვიდრე ორიგინალი „ნაცმოძრაობა“. მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ის არის, ვინ იქნება პირველი პატრონთან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

მარბიელი უმცროს გუბაზს რომ მოსთხოვეს კომენტარი ლოს ანჯელესში მომხდარზე - მოძალადეების ძალადობრივად განეიტრალებაზე, ნიღბების აკრძალვაზე, ჯარის გამოყვანაზე, დამრბევების მიმართ პრინციპულ პოზიციაზე, უპასუხა - ამერიკაში დემოკრატიააო; ანუ სადაც დემოკრატიაა, იქ შეიძლება ძალადობის ალაგმვა აქ არაო
ტრამპი ამბობს, რომ 2020 წელს არჩევნები გაუყალბეს, ამბობს, რომ ამერიკული სასამართლო პოლიტიზირებულია და გასაქანს არ აძლევს მოძალადეებს; ეს ყველაფერი დემოკრატიაა, რასაც ის აკეთებს სწორია, რადგან იქ დემოკრატიაა და ჩვენ ტრამპიცით არ უნდა მოვიქცეთ, ანუ უკანონობა ავიტანოთ, იმიტომ რომ გუბაზებს, გვარამიასდა ხაზარაძეს ჩვენი დემიკრატია არ მოსწონთ; ბ ე ბ ი ა თ ქ ვ ე ნ ი ს ა მ!
3 კვირის უკან