თამთა მეგრელიშვილი: განა ბოკუჩავა არ გვარწმუნებს რომ მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დემოკრატია ყვაოდა? როგორ ჰყავდა იმ ხელისუფლების ხერხემალს

თამთა მეგრელიშვილი: განა ბოკუჩავა არ გვარწმუნებს რომ მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დემოკრატია ყვაოდა? როგორ ჰყავდა იმ ხელისუფლების ხერხემალს "ყურმოჭრილი მონები?"

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელიც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხება, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

მეგრელიშვილი ბოკუჩავას განცხადებიდან ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ის შს მინისტრ გელა გელაძეზე ამბობს, რომ „ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო“.  

„ამიტომ ვამბობ ხოლმე რომ ნაცს ანალიზის უნარი არ აქვს, დაქოქილი  სათამაშოა. ევროკრეტინო, დააკვირდი სიტყვებს "ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო" - განა ბოკუჩავა არ გვარწმუნებს რომ მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დემოკრატია ყვაოდა? იგივეა არ გეუბნებიან ყოველგვარი იუკნევიჩიენები და სხვა მექრთამე პროვოკატორები?  აბა როგორ ჰყავდა იმ ხელისუფლების ხერხემალს "ყურმოჭრილი მონები?" ეგ ხომ მხოლოდ ავტოკრატიის დროს ხდება?  ქალბატონო თინა, აუხსენით თქვენს კრეტინებს, მიშა დემოკრატიის შუქურა იყო თუ მონათმფლობელური სისტემის შემოქმედი? იქნებ იმის თქმა გინდათ, შტერი იყო და არაფერი იცოდა რაც მის გარემოცვაში ხდებოდაო? მოიფიქრეთ რამე ვერსია ევროკრეტინებმა რომ იღმუვლონ აქციებზე“ - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მარბიელი ბოკუჩავას და სასტავს ტყუილის შეთხზვაც კი არ შეუძლიათ ნიჭიერად
რა მაგის პასუხია და როგორც დავასკვენი, შ ნათელაშვილს, ბესელიას, გიგაურს და ლ ბუღაძეს ერთი ნასწავლებელი ჰყავთ ინგლისურში :))
3 საათის უკან